3.jpg

ბათუმის კონკურსი

ქალაქ ბათუმის არქიტექტურა საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, იქ მოიძებნება გამორჩეული თანამედროვე ტექნოლოგიების და მიმართულებების შენობები და ერთ-ერთი ასეთია GILS-ის არქიტექტორების მიერ გაფორმებული შენობის ფასადი ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე. ამ შენობის უმთავრესი მხატვრული მნიშვნელობა ფასადის სამ იარუსად დაყოფაა: პირველი იარუსი თაღოვანი სამი შესასავლელითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე იარუსი, გარკვეულწილად, ასოციაციურად გვახსენებს ბაგრატის ტაძრის კარიბჭის შესასავლელს: აქ სარკმლების გასაფორმებლად არჩეულია მთავარი ცენტრალური თაღი, რომელსაც ორივე გვერდზე მცირე ზომის თაღი შემოუყვება, ეს თაღები კი ებჯინება ვიწრო დეკორატიულ სვეტებს, რომელიც ასევე მზიდ ფუნქციასაც ითავსებს. სარკმლების თავზე ჰორიზონლატურად შემოყოლებულია ორნამენტი ერთმანეთში გადახლართული მოქნილი ხაზებით. იარუსი სრულდება გამოწეული ვიწრო კარნიზით, რომლის ზედა ნაწილზე, მესამე სართულის ცენტრალურ ნაწილში მსგავსი სამთაღოვანი გაფორმებაა. გვერდითა ნაწილები კი ოთკუთხედოვანი სარკმლებითაა წარმოდგენილი. მესამე, ბოლო იარუსი მხატვრული გააზრებით, თითქოსდა, კიდევ იყოფა ორ ნაწილად, თუმცა ნაგებობის მთლიანი სიმაღლის გათვლით ის ერთ იარუსად მოიაზრება.

თანამედროვე ქანდაკების ერთ-ერთი სიახლეა ფასადზე მრგვალი ქანდაკების განთავსება, რომელიც აქმეორე იარუსის ცენტრალური ნაწილის გვერდებზეა განთავსებლი, თითქოს, სპეციალურად მისთვის ამოზრდილ პოსტამენტზე. ქანდაკებები გადაწყვეტილია ანტიკურ ბერძნულ სტილში და ქალის ფიგურებს დრაპირებით აფორმებს.

ჩვენი სხვა ნამუშევრები

2 sazinebeli-3-1.jpg
JM_Rest.047.JPG

კერძო ბინის ინტერიერი

მარჯანოვ ექსპრესი

 რესტორანი თბილისში

7.jpg
5.jpg
2.jpg
6.jpg
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019