7.jpg

სამედიცინო კლინიკა თბილისში

(ინ ვიტრო).

სამედიცინო კლინიკა „ინ ვიტრო“ შენდება თბილისში, რომლის საერთო ფართობია 7000 კვ.მ. ამ ნაგებობაზე მუშაობისას არქიტექტორებმა გაითვალისწინესკლინიკისთვის საჭირო განლაგება და, ამასთანავე, შეძლეს, რომ შენობა გაეხდათა ფერადოვანი, ხალისიანი, რაც დადებითად აისახება პაციენტის გუნება-განწყობილებაზე. ფერადოვანი აქცენტები ამ მოდერნისტული სისადავით დაპროექტებულ შენობასთან სინთეზშია და არ არის გადატვირთული. შენობა არის ხუთსართულიანი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციას და საჭიროებისამებრ კომფორტული შიდა დაგეგმარებითაც გამოირჩევა. ფასადის წამყვანი ფერია თეთრი მუქი ლურჯი ფერის მინებით, ხოლო პირველი სართულის ფასადი დეკორატიული აგურით არისგაფორმებული.

შენობის მიმდებარე ტერიტორია ითვალისწინებს გამწვანებას და ავტომანქანების სადგომს. შენობის შემინულ სივრცეებში ერთმანეთს ენაცვლება მუქი ლურჯი და ღია ცისფერი. ფერადოვანი და ფორმისეული მონაცვლეობა ახასიათებს მოდერნისტულ მშენებლობას და ეს ამ კლინიკის ფასადშიც კარგად ვლინდება.

6.jpg
5.jpg
4.jpg
3.jpg
1.jpg
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019