1M 22.jpg
8M 22.jpg
2 M 22.jpg

ნუშის ბაღები 900 კვ.მ-ზე მიმდინარეობს მშენებელობა. პროექტით გათვალისიწინებული ნაგებობის გალავანი სადა და გლუვი ზედაპირისაა. კონსტრუქცია არის კუთხოვანი და გეომეტრიული ფორმების მქონე, არ ახასიათებს დენადი ფორმები და მკაცრი დაგეგმარება. თავისუფალი, ინდივიდუალური პროექტი რამდენადაც სადაა, იმდენად ენიჭება მნიშვნელობა დეკორატიულობასაც. გაფორმება ამ შემთხვევაში ქვის ზედაპირის ფაქტურით ხდება. ღია ნაცრისფერის, თეთრისა და მუქი ყავისფერის სინთეზი კარგად ეთვისება დეკორატიულად მოჭიქულ ფილებს. აივნები შემოსაზღვრულია მინებით. მეორე სართული ბოლოვდება ღია ვერანდით, სადაც მცენარეებისთვისაც არის ადგილი განკუთვნილი. ეზოში მდებარეობს ავზი, რომელიც ასევე თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. 3 სართულიანი ნაგებობის სამივე სართული გაფორმებით განსხვავდება ერთმანეთისგან: სადა ზედაპირს მეორე სართულზე ცვლის ყავისფერი დაშტრიხული ნაწილები, მესამე სართულის თეთრი ფასადი კი სრულდება კარების თავზე გაყოლებული შავი ფერის კარნიზით. კერძო სახლის დაპროექტებისას არქიტექტორებმა გაითვალისწინეს დამკვეთთა გემოვნება და ინტერესი. დაგეგმარებაში კომფორტული გარემოს შექმნა მაქსიმალურად არის მიღწეული. თანამედროვე არქიტექტურა, დღესდღეობით, მომხმარებელს დიდ არჩევანს სთავაზობს. პროექტი კი არქიტექტორისა და დამკვეთის ინტერესთა ერთობლიობით სრულდება.

კერძო სახლი ნუშის ბაღები  2018. 900 კვ.მ

3M 22.jpg
4M 22.jpg
5M 22.jpg

ჩვენი სხვა ნამუშევრები

1.jpg

საოფისე შენობა

საოფისე ცათამბრჯენი ბაქოში

AX1.jpg

თავადური

რესტორანი თბილისში

6M 22.jpg
7M 22.jpg
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019