16179280_1206984239397317_14579736648248

კერძო სახლი ბაგებში

კერძო სახლი ბაგებში არის მიმდინარე პროექტი, რომელიც შენდება 2500 კვ.მ. ნაკვეთზე. არქიტექტურასა და დიზაინზე იმუშავეს GILS -ის არქიტექტორებმა. მოდერნისტული ნაგებობებისთვის დამახასიათებელი შემინული ფასადები წამყვანი კონსტრუქციაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სადა ზედაპირი, გემოვნებით შერწყმული ფერები, ყავისფერისა და თეთრის მონაცვლეობით წარმოდგენილი შენობა ერწყმის გარემოს, ამასთანავე ამ არქიტექტურულ პროექტში მაქსიმალურად გამახვილებულია ყურადღება დამკვეთთა სურვილსა და კომფორტზე. ნაგებობის სართულიანობა არ აღემატება 2 იარუსს. მოდერნისტული ტენდენციის შესაბამისად, ზიგზაგისებური და გეომეტრიული, რაციონალური რიტმის საშუალებით ერთმანეთს ენაცვლება სართულები. საინტერესოდაა გააზრებული სახლისა და ეზოს ურთიერთკავშირი: შენარჩუნებულია მწვანე საფარი, ეზოს  შუაგულში მდებარეობს მართკუთხა წაგრძელებული ფორმის საცურაო ავზი, რომელსაც გარშემო შემოუყვება სახლის მსუბუქი კონსტრუქცია. ამგვარი განაწილება მაცხოვრებლისთვის ინტიმურ და მოსახერხებელ სივრცეს ქმნის.

16113411_1206984149397326_18709124533457
16177665_1206984216063986_64134052708535
16178603_1206984156063992_88418957558505
16179540_1206984302730644_90155262920364
16252239_1206984219397319_30767821722414
16252033_1206984309397310_84918197555648
16251826_1206984146063993_52898521917683
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019