IMG_5142.jpg

რესტორანი ჩერნამორსკაია რივიერა

„ჩერნომორსკაია რივიერას“ ინტერიერი შეიქმნა 2005 წელს, სადაც აქცენტები გაკეთებულია სიძველის ელემენტებზე, ყოველი დეტალი გათვლილია არქიტექტორების მიერ: ინტერიერში გაფორმება ხდება აგურით, სკამების და მაგიდების დიზაინიც შერჩეულია, აქ სივრცე ბუხრისთვისაც არის დატოვებული, ჭაღების ფორმაც დიდ როლს ასრულებს ამ საერთო გარემოს და ხასათის შექმნაში. ინტერიერის მოსართავად გამოყენებულია ხის კონსტრუქციებიც, რომელიც ასევე სიძველის შექმნას ემსახურება. აღსანიშნავია ხედი, რომელიც გადაჰყურებს სანაპიროს, რაც ასევე თავისებურ რომანტიკულ გარემოს ქმნის. მეორე დარბაზი ეზოს გადაჰყურებს. ამ დარბაზში ინტერიერის განათება ძალიან მცირე, ძირითადი წყაროა სარკმლები.

საინტერესოდაა გააზრებული შიდა სივრცის დაყოფა. შენობა არის ერთიანად მაღალი და ექსტერიერიდან არ შეიმჩნევა 2 სართული, რომელსაც მცირე მონაკვეთი უჭირავს. მთავარი დარბაზის ჭერი არის „გვირგვინისებური“ გადახურვით, რაც ამ რესტორნის ერთ-ერთი გამოკვეთილი ელემენტია. ეს გადახურვა ქართლის სახლებისთვის იყო დამახასიათებელი და აქაც იდენტურად ფორმდება ხის გამოწეული კოჭებით, თუმცა ე.წ. გვირგვინის თავში, რომელიც უფრო განიერია ოთხკუთხედოვანი რკინის კონსტრუქციითაა გაწყობილი სინათლის წყაროსათვის, რაც ასევე ქართული ტიპის საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო.

IMG_5227.jpg
IMG_5147.jpg
IMG_5145.jpg
IMG_4917.JPG
IMG_0777.jpg
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019