IMG_4991.JPG

რესტორანი ჩერნამორსკაია რივიერა

რესტორანი „ჩერნომორსკაია რივიერა“ მდებარეობს მოსკოვში, რომელიც 2005 წელს აშენდა კერძო დაკვეთით. მოსკოვის არქიტექტურის გათვალისწინებით, აღნიშნული ნაგებობა შეესატყვისება გარემოს და პასუხობს იქ არსებულ კლიმატს. ნაგებობა ე.წ. „შერეული“ ტექნიკითაა აგებული: მზიდავ კონსტრუქციად არჩეულია მასიური კედელი, ბლოკი, ხოლო დიზაინის ელემენტების ჩასართავად არქიტქტორებმა მიმართეს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტს და გამოიყენეს მინა.

რესტორანი დგას ოდნავ ამაღლებულ ბაქანზე, შესასვლელი არის მთავარი ქუჩის მხრიდან კიბის საშუალებით. შემოსაზღვრული ტერიტორია დაცულია რკინის ღობით. ეზოში მდებარეობს რესტორნის კომფორტული სივრცე, კონუსისებური გადახურვით, რაც პასუხობს ასევე მოსკოვის განაშენიანებას. აგურისფერი მთავარი ფასადი მოქცეულია სამკუთხა გადახურვაში, რომელიც ასევე ამ მხრიდან მინითაა დაფარული. კედლების მხარეს გადმოსულია მინის ბრტყელი გადახურვა, რაც ასევე საერთო გაფორმების ერთ-ერთი ელემენტია.

IMG_0670.JPG
IMG_0671.JPG
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019