3.jpg

რესტორან თავადურის ევროპული დარბაზი

რესტორან „თავადურ“-ში მდებარეობს ერთ-ერთი მოთხოვნადი დარბაზი, რომელიც საქორწილო სუფრისთვის შესაფერის თეთრ მდიდრულ და საზეიმო დიზაინშია შექმნილი. ერთიანობაში მაღალჭერიანი სივრცე დაყოფილია ორ სართულად ისე, რომ ძირითადი ფართობი პირველი სართულის სუფრას უკავია, ხოლო მეორე სართული უფრო მეტად ინტიმურობისა და სიმყუდროვის შექმნას ემსახურება. აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება სიმრგვალეზე, დენად ფორმებზე; მოაჯირის გაფორმება რიტმულია და დინამიკას ქმნის.

თეთრი ფერის გრადაცია გვხვდება ფარდისა და კედლის გაფორმებაში. ჭაღების ფორმა და გადაწყვეტაც პასუხობს მთლიანი ინტერიერის გაფორმებას. ამ ყოველივეს საშუალებით დარბაზში სიმშვიდე და სინაზეა შექმნილი, რაც დადებითი ენერგიით აღავსებს ადამიანს.

აქვე მდებარეობს მეორე სივრცე „ევროპული დარბაზი“, სადაც დიდი დატვირთვა ყავისფერ სადა გაფორმებას აქვს. სივრცე დაყოფილია ოთხკუთხედოვანი ბურჯების საშუალებით, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო თაღოვანი გაფორმებით უკავშირდებიან.

„თავადური“ არის გამორჩეული დიზაინის რესტორანი, სადაც მინიმალური გაფორმება ითავსებს ფუნქციას, რომ სივრცე გახადოს საინტერესო, მოთხოვნადი, კომფორტული, მყუდრო და მდიდრული.

6.jpg
1.jpg
8.jpg
16 წლიანი გამოცდილება

ჩვენი მომსახურება 2004 წლიდან.

  • YouTube Social  Icon
  • Facebook Social Icon
გვეწვიეთ

თბილისი,

21 ვასილ ბარნოვის ქუჩა

© GILS 2019